1.პროექტის სახელწოდება:როგორ
გამოვიყენოთ სამკუთხედების მსგავსების ნიშნები
რეალური პრობლემების გადასაჭრელად.
2.პროექტის იდეა(თემა
1-2 წინადადებით):როგორ გავზომოთ ორ წერტის შორის მანძილი,როცა მათ შორის
რაიმე დაბრკოლება არსებობს?როგორ გავზომოთ მაღალი შენობის სიმარლე,როცა ფუძე მიუწვდომელია?როგორ
გავზომოთ ორ წერტილს შორის მანძილი,როცა ერთი მათგანი მიუწდომელია?
3.პროექტის
მნიშვნელობა/აქტუალობა:პროექტი განსხვავდება
ტრდიციული გაკვეთილისაგან.მოსწავლეებში პროექტებით სწავლება იწვევს დიდ ინტერესს ,ამაღლებს
მოტივაციას,რადგან სწავლა კეთებით მათთვის არის სახალისო და საინტერესო.განაწილდება
დავალებები და თითოეული მოსწავლე ჩართული იქნება პროექტის განხორციელებაში.მათ შორის
აქტივობებში ჩაერთვებიან სსსმ მოსწავლეები.მოსწავლეები დაინახავენ აღნიშნული თემის
თეორიის ცოდნის საჭიროებას დასახული ამოცანის გადასაჭრელად. მიღებული ცოდნა დარჩება,მათ
ხანგძლივ მეხსიერებაში და გამოიყენებენ საჭიროების შემთხვევაში.მოსწავლეები დაამყრებენ
კავშირს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკას შორის ნასწავლს გამოიყენებენ რეალურ ვითარებაში.მოცემულ
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები პოულობენ და ირჩევენ გზებს და მეთოდებს ობიექტების
ზომებისა და,აგრეთვე მათ შორის მანძილების გასაზომად.ატარებენ გაზომვებს და მოიპოვებენ
მონაცემებს რეალური პრობლემის გადასაჭრელა. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები ისწავლიან თანამშრომლობას.განუვითარდებათ
პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის და ნასწავლის რელურ ვითარებაში გამოყენების გამოყენების
უნარ-ჩვევები.
4.პროექტის მიზნები
და შედეგები:მოსწავლეები შეისწავლიან სამკუთხედების მსგავსების
ნიშნებს და თეორიულ ცოდნას გამოიყენებენ რეალურ ვითარებაში ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა
შორის მანძილის დასადგენად.პროექტში მოსწავლეები გაზომავენ მაღალი შენობის(სკოლის)სიმაღლეს,ორ
წერტილს შორის მანძილს,როცა მათ შორის რაიმე დაბრკოლებაა და ორ წერტილს შორის მანძილს,როცა
ერთ-ერთი მათგანი მიუწდომელია.მოსწავლეები მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას,ჩაატარებენ
საჭირო გაზომვებს,დაამყარებენ კავშირს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკას შორის.მიხვდებიან,თუ
სამკუთხედების მსგავსების რომელი ნიშანი დაეხმარებათ არსებული პრობლემის გადაჭრაში.პროექტის
დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით უნდა წარმოადგინონ მათ მიერ ჩატარებული
სამუშაოების ამსახველი ფოტო მასალა სლაიდ- შოუების სახით.ჯგუფის მიერ შესრულებული ამოცანის
ამსახველი თვალსაჩინოება,სადაც ვიზუალურად ნახატით და ნახაზის სახით სახით მოცემული
იქნება,თუ რა დავალება შეასრულეს და ჩატარებული გამოთვლები,რომლებიც პასუხის მიღებაში
დაეხმარათ.აღნიშნული მასალებით ჯგუფის ლიდერები გააკეთებენ პრეზენტაციას ჩატარებული
კვლევების შედეგებზე.
5.წინარე ცოდნა:მოსწავლეებმა
იციან კუთხის სიდიდის გაზომვა,მონაკვეთის სიგრძის გაზომვა.შეუძლიათ ამოცანის მოდელირება
მათემატიკურ ენაზე და მისი წარმოდგება შესაბამისი სახით,საპრეზენტაციო ფაილების დამზადება,ხატვა,ხაზვა.
6.პროექტის მსვლელობა: აქტივობა-1. პროექტის გეგმის
გაცნობა.ჯგუფებად განაწილება.ჯგუფის წევრებს შორის დავალებების განაწილება.მონიტორინგისათვი
და შეფასებისათვის შეფასების რუბრიკების შედგენა მოსწავლეთა თანამონაწილეობით.(ჯგუფური
მუშაობის შეფასებისა და პრეზენტაციის შეფასების.) I-დღე.
აქტივობა-2.საჭირო
ინფორმაციისა და რესურსების მოძიება,რაცდასჭირდებათ პროექტის მსვლელობისას . II-დღე.
აქტივობა-3.საჭირო
გაზომვების და ანგარიშების ჩატრება. III დღე.
აქტივობა- 4.
ჩატარებული სამუშაოების ამსახველი მასალების:ნახატების,ნახაზების,გამოთვლების,ფოტოების
და სლაიდების მომზადება.(მოწესრიგება).
აქტივობა- 5.
პრეზენტაცია.ჯგუფის ლიდერებმა წარმოადგინონ ანგარიში ჩატარებული
სამუშაოების შესახებ მათ მიერ შექმნილი პროდუქტების დახმარებით.
7.მონაწილეთა
ასაკი: 14 წელი.
8.კლასი: IX .
9.პროექტის ხანგძლივობა: 5 დღე.
10.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:საპრეზენტაციო
ფაილები,ფოტოსურათები,პლაკატები სადაც წარმოდგენილი იქნება თითოეული ჯგუფის მიერ ჩატარებული
სამუშაოების ამსახველი ნახატები,ნახაზები,ვიდეო ფაილები და ანგარიშები.
11.პროექტისათვის
საჭირო რესურსები:მათემატიკის სახელმძღვანელო IX
კლასი,ტრანსპორტირი,ლენტიანი საზომი,ლაზერი,ხის ჭოკი მოძრავი თამასით,ფოტოაპარატი,კომპიუტერი,პროექტორი,ფლირჩატები,მარკერები,ფანქარი,კალამი.
12.კავშირი ესგ-თან: მიმართულება:გეომეტრია და
სივრცის აღქმა.
მათ.IX.8.
13.ხელმძღვანელი:
ლალი ტურაშვილი.
15.პროექტის ვებ.
გვერდი/ბლოგი
http://laliturashvili.blogspot.com/




No comments:
Post a Comment